პროექტებით სწავლება
Tuesday, 22 September 2015
Thursday, 17 September 2015
Monday, 3 November 2014
მოდული 8
დღეს ვისწავლე როგორ ავტვირთო ვიდეო ბლოგზე; შემდეგ შევუცვალე ჩემს პროექტს სახელი draiv-ზე; გადავამოწმე საქაღალდე დრაივზე -მქონდა თუ არა ყველა სათანადო დოკუმენტი; ავტვირთე ჩემი საქაღალდე ბლოგზე;
შემდეგ ვისწავლე მოდულების თარიღების შეცვლა;
ბლოგზე დავამატე ახალი გაჯეტი-გამოკითხვა-შეკითხვით--იკვებებით ჯანსაღად? ბოლოს დავათვალიერე სხვების ბლოგები და წარმოვადგინე ჩემი ბლოგი და პროექტი;
შემდეგ ვისწავლე მოდულების თარიღების შეცვლა;
ბლოგზე დავამატე ახალი გაჯეტი-გამოკითხვა-შეკითხვით--იკვებებით ჯანსაღად? ბოლოს დავათვალიერე სხვების ბლოგები და წარმოვადგინე ჩემი ბლოგი და პროექტი;
Saturday, 1 November 2014
მოდული 7
ამ დღეს დავამზადე მოსწავლის დამხმარე რესურსები:
- ელექტრონულ სახელმძღვანელოში ვნახე მოსწავლის დამხმარე რესურსების ნიმუშები;
- ნიმუშების საფუძველზე შევქმენი მოსწავლეებისათვის დამხმარე რესურსი;
- ავტვირთე draiv-ზე დამხმარე რესურსი და შევიტანე საქაღალდეში.
- დავასრულე სასწავლო გეგმა და ავტვირთე ბლოგზე;
- მოვაწესრიგე ბლოგი, დავამატე თუ რაიმე მქონდა შესატანი და დასამუშავებელი;
Sunday, 26 October 2014
მოდული 6
დღეს ვიმუშავე ჩემი პროექტის გეგმაზე; გადავხედე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს; შევავსე საბაზისო უნარ-ჩვევების გრაფა; დავგეგმე სასწავლო პროცედურები; ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე ის აქტივობები, რომელიც უნდა განვახორციელო პროექტზე მუშაობის დროს; შემდეგ შევიმუშავე აქტივობები დიფერენცირებული სწავლებისათვის; ნაწილობრივ ვიმუშავე სასწავლო თემისათვის საჭირო მასალებიის ჩამონათვალზე;
Saturday, 25 October 2014
მოდული 5
ამ დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, შევიმუშავე მოსწავლის მიერ მომზადებული პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა; შემდეგ ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოს შექმნაზე; სახელმძღვანელოში გავეცანი სხვადასხვა პროექტების შეფასების ფორმებს და ამ მასალის ხელმძღვანელობით შევქმენი ჩემი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი;
Sunday, 19 October 2014
მოდუული 4
ამ დღეს შეხვედრის პირველ ნახევარში ვიყავი „მოსწავლე“.
პირველ რიგში გავეცანი სახელმძღვანელოში მოსწავლეთა სხვადასხვა ფორმატის ნამუშევრებს;
შემდეგ პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე ერთ-ერთი
დავალება, კერძოდ „ნაციონალური კერძები“ და
მოვამზადე პრეზენტაცია; ამისათვის გამოვიყენე სხვადასხვა ინტერნეტსაიტები; შემდეგ ეს
პრეზენტაცია დავამატე ბლოგზე ჩემს საქაღალდში; მეცადინეობის მეორე ნახევარში ვიმუშავე
ბლოგზე ახალი ფურცლების შექმნასა და მენიუს ზოლის გამოტანაზე;
Subscribe to:
Posts (Atom)