Sunday, 12 October 2014

მოდული 1



პირველი მოდული მოიცავდა  ორ მეცადინეობას. თავდაპირველად გავეცანით ტრენინგის მიზანს და ამოცანებს; შემდეგ საგანმანათლებლო საიტზე tpdc.ge-ზე არსებულ ელექტრონულ სახელმძღვანელოს ,რომელიც მტელო ტრენინგის მანძილზე (და არა მარტო ამ დროს) დაგვეხმარება პროექტების მომზადებაშიგანვიხილეთ ზოგიერთი პუნქტი სახელმძღვანელოს მენიუს შინაარსისა და რესურსების  ჩანართიდან. ასევე პირველი მოდულის მიხედვით შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,რომელიც მოიცავდა რამდენიმე საქაღალდეს სხვადსხვა სახელწოდებით და მათში მოვათავსეთ დახარისხებული მასალები პირველი მოდულისდამატებითი რესურსებიდან“. ჩვენიპორტფოლიო მოვათავსეთ D- დიკზე და ასვე ავტვირთეთ gmail.com-ის  დრაივზე.
ასევე შევქმენით ბლოგი სახელწოდებით ,,პროექტებით სწავლებადა ყველამ მივუთითეთ ჩვენი მისამართი.მაგალითად ჩემი მისამართია: projectninobolqvadze.blogspot.com



მეორე მეცადინეობაზე შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ბუკლეტი, რომელშიც მოკლეთ და ლაკონურად იქნებოდა მოცემული სხვადასხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის შესახებ. ასევე განვიხილეთ,თუ როგორ ხდებოდა სურათების ჩასმა ჩარჩოში მოთავსებული ტექსტის ნებისმიერ ნაწილში. 


No comments:

Post a Comment